Wednesday, April 22, 2015

მე-9 დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი  მუშაობა, მართლაც, მნიშვნელოვანი იყო. მოვისმინეთ კოლეგების მიერ შექმნილი საინტერესო პროექტების პრეზენტაციები, შევუფასეთ და გამოვაქვეყნეთ, რის შემდეგაც აშკარად გამოიკვეთა ინტელის ტრენინგის მნიშვნელობა - ამის შემდეგ ბევრად გაგვიადვილდება პროექტების დაგეგმვა და მართვა. დიდი მადლობა!

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Monday, April 20, 2015

მე-8 დღის რეფლექსია

პროექტისათვის შევადგინეთ კითხვარი, დავწერეთ პროექტის მიმდინარეობის პროცესი.
ვისწავლეთ სხვადასხვა ტიპის ტესტების შედგენა.

გამოკითხვა

კითხვების სანახავად გადადით ბმულზე

Friday, April 17, 2015

მე-7 დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ იმ აქტივობების მონახაზი, რაც ჩვენ დღეს შევადგინეთ, ძალიან დაეხმარება მოსწავლეებს  პროექტის განხორციელებაში, ხოლო დამხმარე შაბლონი მათ გაუადვილებს სლაიდშოუს მომზადებას.

Wednesday, April 15, 2015

მე-6 დღის რეფლექსია

     დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშვარი, შვქმენით შეფასების რუბრიკა,რაც დაეხმარება  ბავშვებს თვითშეფასებისათვის. ბლოგზე დავამატეთ გაჯეტები, რაც გაგვიადვილებს მოსწავლეათა გამოკითხვას.      

მოსწავლის სავარაუდო ნამუევარი

მე-5 დღის რეფლექსია

დღეს დავიწყეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრის ნიმუშის შექმნა, რომელიც დამეხმარება დავალებების სწორად გადანაწილებაში. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. შევქმენით გამოუყენებული ლიტერატურის დოკუმენტი.

Friday, April 3, 2015

მე-4 დღის რეფლექსია

დღეს პროექტის შეფასების გეგმზე ვისაუბრეთ - თუ რა ეტეპზე,  რის მიხედვით შევაფასოთ მოსწავლეები. შევადგინეთ წინარე ცოდნის შეფასების ინსტრუმენტები, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება პროექზე მუშაობის პროცესში მოსწავლეების შესაფასებლად. საინტერესო იყო დიაგრამებისა და სქემების შედგენა, რომლებსაც არამარტო პროექტზე მუშაობისას გამოვიყენებთ.

Friday, March 20, 2015

მე-3 დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.  პროექტის  მიზნისა და შედეგის  ურთიერთკავშირი, კითხვების დასმის პრინციპი უეჭველად გასათვალისწინებელია, რაშიც ტრენინგის მასალა გდაგვეხმარა. საინტერესო იყო ბლოგის  შექმნა და მუშაობა: დრაივზე მასალის ატვირთვა, გაზიარება, ბლოგზე პოსტების ატვირთვა....

სურათები


ბოლნისის სტელა